“ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, კომისიის სხდომაზე მოვლენ ისინი, ვის მიმართაც კითხვები არსებობს”

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი ფუნქცია ვინმეს დაჭერა არ არის. მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ის ადამიანები მივლენ, ვის მიმართაც კითხვები არსებობს.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან მომავალშიც გაიმართება და კომისიის მუშაობა საჯარო იქნება, რამდენადაც ამის საშუალებას კანონი იძლევა.
„იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს არის აუცილებელი პროცესი და ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. მოვისმინეთ მათი შეკითხვები, თუ რა კუთხით ვიმუშავებთ. ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონით.
ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა. კომისიის სხდომაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები არსებობს, ირაკლი შოთაძე იქნება, მირზა სუბელიანი იქნება, თუ სხვა, მათ შორის არც თეა წულუკიანია გამორიცხული. ამას ყველაფერს გადაწყვეტს კომისია“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ კომისია რეალურად ხვალიდან იწყებს მუშაობას და მასთან მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც ითანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდნენ. დღესვე, კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები