პარლამენტმა, ხორავას ქუჩის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა

პარლამენტმა, ხორავას ქუჩის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კომისიის შექმნის დადგენილებას, 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცნობისათვის, პარლამენტის ერთმა წევრმა კომისიის წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე კენჭი კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს ეყარა, სადაც ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე 91 ხმით აირჩიეს. ადა მარშანიას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17-კაციან კომისიაში უმრავლესობით – 9 წევრით, “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“ წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით.

კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.
“ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ – ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები