თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება მათი ხელფასები. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერს გაფიცული მემანქანეები გვიან ღამით შეხვდნენ, რის შემდეგაც, თბილისის მერთან შეხვედრის დეტალები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა მემანქანეებთან ერთად განიხილეს და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ორი დღის განმავლობაში არ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები