ვეტერანთა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მთავარი პროკურორის პოსტზე, გიორგი ბერძენაძე წარადგინა

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“ თავმჯდომარემ, გენერალმა თენგიზ შუბლაძემ, „ავღანეთისა და სხვა ომების დახმარების საერთაშორისო ფონდის” პრეზიდენტმა გურამ ალავიძემ და „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ ანანიძემ, საზოგადოებას და ჟურნალისტებს, ქვეყნის მთავარი პროკურორის კანდიდატურა წარუდგინეს:
“პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი უნდა აირჩიონ, სახალხო განხილვის და კონსენსუსის საფუძველზე. ვეტერანებმა ჩავთვალეთ, რომ გიორგი ანანიძე სწორედ ასეთი კანდიდატურაა, მას ვეტერანთა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს მხარს. ის განათლებით იურისტია, აქვს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება და რაც მთავარია, შეურყეველი რეპუტაცია. ბატონი გია გახლავთ არამხოლოდ სამართალდამცავი, იგი გახლავთ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, აქვს ბევრი სამეცნიერო ნაშრომი. ბოლო პერიოდში ვეტერანებზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენ მხოლოდ სოციალური მოთხოვნები გვაქვს, ამ ნაბიჯით გავაკეთეთ განაცხადი, რომ შეგვიძლია ვეტერანთა წრიდან წარვადგინოთ კანდიდატები წამყვან თანამდებობებზე”, – განაცხადეს ვეტერანებმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები