„წინა საპარლამენტო კომისიებში უმრავლესობა წარმოადგენდა შემადგენლობის ნახევარს და თავმჯდომარეც უმრავლესობიდან იყო, ახლა პირიქითაა“
წინა კომისიებში უმრავლესობა წარმოადგენდა ხოლმე შემადგენლობის ნახევარს და თავმჯდომარეც უმრავლესობიდან იყო, ახლა პირიქითაა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის თაობაზე, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შესაბამის საკითხზე ხმალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„წინა კომისიებში უმრავლესობა იყო ხოლმე შემადგენლობის ნახევარი და არა ნახევარზე ნაკლები, ამასთან, კომისიას უმრავლესობის წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა, ახლა პირიქით არის, უმრავლესობა არის ნახევარზე ნაკლები და კომისიის თავმჯდომარეც არის ოპოზიციის წარმომადგენელი – ეს ცხადია, უკეთესია, საგამოძიებო კომისიისთვის ასე სჯობს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში 31 მაისს მიიღეს. დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე იმუშავებს, უმრავლესობას “ევროპული საქართველო” წარმოადგენს. კომისიის შექმნაზე დადგენილებას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.