ქეთევან ციხელაშვილი: დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას, ქართული მხარე წინ წაიყვანს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ხვალ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, უმთავრეს საკითხად კვლავ არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება. ის დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე წინ წაიყვანს გამოძიებას.

“ჩვენ ხვალ გვაქვს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში. ამ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი კვლავ იქნება ტატუნაშვილის საქმე. წინა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საათი დაუთმო იმ საკითხების მოძიებას, დეტალებზე საუბარს და ინფორმაციის მიღებას, რაც არის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის, მათი მართლმსაჯულებისთვის მისაცემად აუცილებელი. ეს საკითხი აუცილებლად გაგრძელდება ხვალაც და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მხარე წინ წაიყვანს გამოძიებას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები