არჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, მისი შვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ექსპერტებს ხვდება. მასთან ერთად, ბიუროში შსს-ს გენინსპექციის უფროსი და ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ტატუნაშვილს, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას დეტალურად გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა. დასკვნის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა მიღებული. მათ შორის, სხეულზე, ჭრილობების ნახევარი, ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები