არჩილ თალაკვაძის რეაქცია მიწისძვრაზე: არც საზოგადოებას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მიწისძვრის ეშინია (ვიდეო)

არც საზოგადოებას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მიწისძვრის ეშინია,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ მიწისძვრას.
დეპუტატი მიწისძვრის დროს პირდაპირ ეთერში საუბრობდა. კადრში კარგად ჩანს რყევა, თუმცა არჩილ თალაკვაძემ არ შეიმჩნია და საუბარი განაგრძო.
“არ უნდა შეგვეშინდეს და მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მიწისძვრის ეშინია“, -აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა. პირველადი მონაცემებით, კი თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები