ზაზა სარალიძე: ზვიად კუპრავას მხრიდან ნინო ლომჯარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ვემიჯნები-არანაირი ზეწოლა არ ყოფილა

ზვიად კუპრავას მხრიდან ნინო ლომჯარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ვემიჯნები,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ “ტვ პირველის” ეთერში ზვიად კუპრავას მხრიდან სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მისამართით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ზაზა სარალიძის მტკიცებით, ნინო ლომჯარია მას გვერდით უდგას და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ნინო ლომჯარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას ვემიჯნები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამორიცხულია. ნინო ლომჯარია გვერდში მიდგას, რომ ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყოს. არანაირი კომუნიკაციის შეზღუდვა არ ყოფილა. მართალია, ტელეფონიც გამორთული მაქვს და სოციალური ქსელიც. განტვირთვა მჭირდება, რომ დავფიქრდე შემდეგი ნაბიჯებისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არანაირი ზეწოლა ლომჯარიას მხრიდან არ ყოფილა,- აღნიშნა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავამ სახალხო დამცველს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ იგი ზაზა სარალიძეს მასთან კომუნიკაციას უკრძალავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები