ზაზა სარალიძე: პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს და როგორც თანამდებობის პირი რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის

პრემიერ-მინისტრისთვის მე კონკრეტული პირობა, გინდა თუ არა გადადექი, არ წამიყენებია, რადგან პიროვნული ზიზღი არავისთან მაქვს,-ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.
სარალიძის მტკიცებით, იგი პოლიტიკისგან გამიჯნულია.
“სიმართლე გითხრათ, პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს და როგორც თანამდებობის პირი რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რადგან პოლიტიკა ჩემი მოწოდება არ არის. მე პოლიტიკისგან აბსოლუტურად გამიჯნული ვარ, გინდ პოზიცია იყოს, გინდ ოპოზიცია,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები