ომბუდსმენმა ხორავას ქუჩის გამოძიების შესწავლის პროცესში, შესაძლოა, ექსპერტები ჩართოს

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მედიას ინფორმაციას მიაწვდის.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, იგი ჟურნალისტებს მიაწოდებს ყველა იმ საეჭვო გარემოების შესახებ ინფორმაციას, რაზეც ომბუდსმენის აპარატი აპელირებას გააკეთებს.
ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მას პირადად უკავშირდება მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მასთან აქვს კომუნიკაცია.
“ვაპირებ დღესაც და ხვალაც, უფრო დეტალურად გავეცნო იმ პირველად შედეგებს, რაც იქნება წარმოჩენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგად. ჩემი წარმომადგენლები დღესაც ეცნობიან ამ საქმის მასალებს. უახლოეს პერიოდში მე მედიას მივაწოდებ ინფორმაციას, ყველა იმ საეჭვო გარემოების შესახებ, რაზეც სახალხო დამცველი გააკეთებს აპელირებას გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში ჩავრთო ექსპერტებიც, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ “, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები