საპარლამენტო უმრავლესობის რომელი დეპუტატები იქნებიან ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ კომისიაში

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, საპარლამენტო უმრავლესობიდან, დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში 31 მაისს მიიღეს.
დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე იმუშავებს, უმრავლესობას “ევროპული საქართველო” წარმოადგენს. კომისიის შექმნაზე დადგენილებას პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები