მარტინა ჩეპმენი: მედიაწიგნიერების სტრატეგია და ის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ წარადგინა არის ძალიან სწორი და ზუსტი

ბრიტანელი დამოუკიდებელი ექსპერტი მარტინა ჩეპმენი საქართველოში მედია წიგნიერების პროექტის განხორციელებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია. ეს განცხადება ჩეპმენმა დღეს კომისიის მიერ მედიაწიგნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. მარტინა ჩეპმენის მიერაა მედიაწიგნიერების პროექტები განხორციელებული ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამას გარდა, ბრიტანელი ექსპერტის მიერ არის შემუშავებული ევროპის მარეგულირებელთა გაერთიანებისთვის  და რეგულატორების ევროპული პლატფორმისთვის სახელმძღვანელო, იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს მედიაწიგნიერება და როგორ უნდა მოხდეს მისი ხელშეწყობა და განვითარება.  სწორედ ასეთი დიდი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ექსპერტის ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მედიაწიგნიერების განვითარებისთვის.

„სტრატეგია და ის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ წარადგინა არის ძალიან სწორი და ზუსტი, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი მედია წიგნიერების განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს წარმოდგენილი სტრატეგია 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის – ტრენინგების, სემინარების და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. ძირითადი სამიზნე ჯგუფები არიან მოსწავლეები, ახალგაზრდები, ასევე მასწავლებლები და მედია პროფესიონალები. კომისიის ძირითადი მიზანია, რომ სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით, როგორიცაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მედია,  განახორციელოს მედია წიგნიერების პროექტი, რაც მისასალმებელია“,- განაცხადა მედიაწიგნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ბრიტანელმა ექსპერტმა მარტინა ჩეპმენმა.

მარტინა ჩეპმენი დამოუკიდებელი ექსპერტი და გამოცდილი კონსულტანტია მედიაწიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. მრავალი წლის განმავლობაში ის მაუწყებლობის სფეროში საქმიანობდა, 2013 წლიდან კი ჩეპლემნი „Mercury Insights-ის დირექტორი, კონსულტანტი და დამფუძნებელია. მარტინა ჩეპმენი ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების კონსულტანტია, როგორიცაა: ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია, ირლანდიის მედიის მარეგულირებელი, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი და BBC; ის ასევე გახლავთ ევროვიზიის აკადემიის – წევრი და მედია წიგნიერების აღმასრულებელი დირექტორი – BBC-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები