დავით მათიკაშვილი: იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი ზედმეტია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იქნა აღებული, ამის დამადასტურებელია, თუნდაც, მთავარი პროკურორის გადადგომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
თუმცა, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არასერიოზულია.
„ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ამბიციებსა და ინტერესებს უნდა გავცდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იქნა აღებული. ამის დამადასტურებელია, თუნდაც, მთავარი პროკურორის გადადგომა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამ ხშირად არ ხდება, როცა ასეთი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და ამ ნაბიჯებს დგამენ. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ამ ნაბიჯით ყველა პრობლემა გვარდება, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის მანიშნებელია. ჩანს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინაშე ადეკვატურად იქცევა. იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი კი, ზედმეტია”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავრობას მიმართავს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადააყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები