შალვა თადუმაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატი, რათა სარალიძის ოჯახს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატი, რათა სარალიძის ოჯახს მუდმივად ჰქონდეს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, შალვა თადუმაძემგანაცხადა.
როგორც თადუმაძემ აღნიშნა, დღეს გაიმართა შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ადვოკატებთან, სარალიძის ოჯახთან და მის ადვოკატებთან, ასევე დადუნაშვილის მშობლებთან და მის ადვოკატთან.
„აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა შს მინისტრი, შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელზეც კითხვები ამ დღეების განმავლობაში არსებობდა. შს მინისტრმა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სარალიძის ოჯახს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატი, რათა სარალიძის ოჯახს მუდმივად ჰქონდეს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მამებს შეხვდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები