ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხორავას ქუჩის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება აინტერესებს

ნაციონალურ მოძრაობას“ არა ხორავას ქუჩის საქმის შესწავლა, არამედ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება აინტერესებს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ უარს შეეხებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“, მათ საჯაროდაც განაცხადეს, არ აპირებს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ აინტერესებთ საქმის შესწავლა, მათ აინტერესებთ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები