აკაკი ზოიძე: დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, უმრავლესობაში ნარკომომხმარებლებთან მიმართებით, საპატიმრო სასჯელის გაუქმებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მისივე თქმით, ოდენობებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
მისივე თქმით, დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე გავრცელდება, თუმცა როგორც ზოიძე აცხადებს, ახალი კანონპროექტის ამოქმედებამდე ორწლიანი გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც სპეციალური კომისია იმუშავებს.
„პოლიტიკურად ვაცხადებთ, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად, მაგრამ ამას ახლა პირობადადებულად ჩავწერთ, თუ დღეს ჩავწერთ, რომ სახეცვლილება მოხდება, რათა კომისიამ მაქსიმალურად იმუშაოს ნარკომომხმარებლებთან და ამ შედეგების მიხედვით მოვახდენთ შემდეგ, ორი წლის თავზე ცვლილების მიღებას, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც პარლამენტარები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები