ზაზა სარალიძის და პრემიერის შეხვედრა დასრულდა

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ იგივე პოზიციაზე რჩება და მისი მოთხოვნები უცვლელია.
მისი თქმით, აქციები კვლავ გაგრძელდება, მანამ, სანამ მთავრობის მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს არ დაინახავს.
„მე სახლში წასვლას არ ვაპირებ. აქციები გაგრძელდება პარალელურად. საბოლოო სიტყვა პრემიერმა ის მითხრა, რომ მე გადავდგები თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო. მე კონკრეტული ნაბიჯები უნდა დავინახო ათ ივნისამდე, არამხოლოდ ამ საქმის, არამედ სხვა საქმეეების გამოძიებაში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე განმარტებით, გამოძიების ხელახლა დაწყებას აზრი არ აქვს.
„საქმის გამყალბებლები – მირზა სუბელიანი, მირზა კალანდია. ვის ავალდებულებდა სუბელიანი რომ ემოქმედა, რომელი გამომძიებელი იყო, დიდი იყო, პატარა იყო თუ მინისტრი იყო, ვინ გასცა ბრძანება ფარდულის დანგრევის – უნდა გაეცეს პასუხი. ყველაფერი უცველელი რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს“, – განაცხადა სარალიძემ და დასძინა, რომ პრემიერმა შეხვედრისას ისიც უთხრა: „ახლავე გადავდგებიო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები