თეა წულუკიანი მისი გადადგომის მოთხოვნას მასობრივ ფსიქოზს უწოდებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ბევრ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
„რაც შეეხება ჩემი გადადგომის შესახებ მოთხოვნებს, მე არ მაქვს იმის უფლება და ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში, რომელშიც ის ხალხი მონაწილეობს, ვინც ჩემს გადადგომას ითხოვს იმიტომ, რომ მე მაქვს პასუხისმგებლობები, ხანდახან ეს პასუხისმგებლობები არის მძიმე ან ძალიან მძიმე, მაგრამ მე მას ვზიდავ და რაც მთავარია ვამბობ სიმართლეს, რადგან ვხედავდი და ვხედავ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები