მარკ პრიტჩარტი: გაერთიანებულ სამეფოში საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულნი არიან 

„მრავალი წლის განმავლობაში ეს პირველი სერტიფიცირებული, სავაჭრო-საინვესტიციო დელეგაციაა გაერთიანებული სამეფოდან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ  გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით და ეს დამოკიდებულება ასახავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის დამოკიდებულებას”,- ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა მარკ პრიტჩარდმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო დელეგაციის შემადგენლობაში წამყვანი ბრიტანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიან. ვიზიტის მიზანია ბრიტანელ და ქართველ ბიზნესებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის პროფესიული და ფინანსური სერვისები. განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ბიზნესდელეგაცია საქართველოში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები