იუსტიციის მინისტრი: ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის, პრობლემა მოწმეებში და მათ მშობლებშია

იუსტიციის მინისტრმა ხორავას ქუჩის საქმეზე იმ არასრულწლოვან მოწმეებს, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა, მადლობა გადაუხადა.
თეა წულუკიანის განმარტებით, საქმის გამოძიების მთავარი პრობლემა მოწმეები და მათი მშობლები არიან.
„მოსწავლეების ძალიან მცირე ნაწილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბავშვებს, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა, ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში არნახული წნეხის პირობებში ცხოვრობდნენ, მათ შორის მშობლების მხრიდანაც, რომლებიც ურჩევდნენ რომ გამოძიებასთან არ ეთანამშრომლათ. ყველა იმ მოწმემ, არასრულოწლოვანმა, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა, მე ვთვლი რომ არნახული ვაჟკაცობა აჩვენა, ვაჟკაცობა იმისა, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს და არ შეიძლება რომ ბავშვმა შემდგომ ზრდასრულობისას იმ ინფორმაციით იაროს, რომელიც არასდროს არავის გაუმხილა. აუცილებელია, რომ ჭეშმარიტების დანარჩენი ნაწილიც გამოვლინდეს. ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც პრობლემა არ არის. პრობლემა არის მოწმეებში და მათ მშობლებში. ამას დრო კიდევ ერთხელ აჩვენებს“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები