ზაზა სარალიძე: მარტო არ შევხვდები პრემიერს, ექვსი თვე ვეხვეწე და ვემუდარე მაგათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ამ წუთებში ის ზაზა სარალიძეს ესაუბრება.
ცოტა ხნის წინ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მარტო არ შეხვდება პრემიერ-მინისტრს.
„ჩვენ შევდივართ ადამიანები, ყველა პოლიტიკოსი, ყველა შვილმოკლული მშობელი. ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ, ძალიან ვთხოვ მაგათ, რას ქვია მარტო, აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩემს გვერდით არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას, ერთი საათი ალბათ არ შემიშვებენ, კარგად ბრძანდებოდნენ, მარტო არ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, ექვსი თვე ვეხვეწე და ვემუდარე მაგათ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის თანახმა, ზაზა სარალიძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები