თამარ ჩუგოშვილი: მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში წამყვანი როლი იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას აქვთ

„ჩვენი საერთო მიზანია ის, რომ მთავარი პროკურორის მიმართ ნდობის მანდატი საზოგადოების მხრიდან იყოს ძალიან მაღალი, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ ყველა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართება.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში წამყვანი როლი იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას აქვთ.
„ჩვენი საერთო მიზანია ის, რომ მთავარი პროკურორის მიმართ ნდობის მანდატი საზოგადოების მხრიდან იყოს ძალიან მაღალი, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ ყველა… მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი კანონმდებლობით არის საკმაოდ დეტალურად დარეგულირებული, ის ითვალისწინებს, მათ შორის, კონსულტაციებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან და სწორედ ასეთი კონსულტაციების მეშვეობით წარიმართება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები