ვაკის პარკში აქცია ხვალ, 19:00 საათზე განახლდება

 

ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ის ხვალ 19:00 საათზე განახლდება.
ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ სწორედ მათ აქციას, რომელიც, მათი თქმით, არის სოლიდარობის გამოხატვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლებია სამართალს უშედეგოდ ეძებენ.
აქციის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული აქტივობა სამოქალაქოა და ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნება.
მათივე თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეიქმნება სპეციალური კომისია და პასუხი არ გაეცემა ყველა იმ კითხვას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან მიმართებაში არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები