სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ხვალ, ხორავას საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლას დაიწყებენ

“ხვალ დილიდან, ჩვენი თანამშრომლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლას დაიწყებენ“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ომბუდსმენმა საზოგადოებას მაქსიმალური სიმშვიდისა და სამუშაო რეჟიმში მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ კითხვის ნიშნებს სჭრდება პასუხები. სახალხო დამცველი აგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს. აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე გარდაცვლილი პირების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს. ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძებო მასალების შესწავლას.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ. მაქსიმალურად გთხოვთ დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატმა სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვა შესაფასებლად და მათ შესწავლას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი აღნიშნული მასალები გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები