პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა

 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა. როგორც ზაზა სარალიძემ გამოსვლის დროს განაცხადა, მას სურს, რომ ხვალ, 14:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილს შეხვდეს.
როგორც აქციაზე დაანონსდა, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კვირას, 10 ივნისს 16:00 საათზე მასშტაბურ აქციას გამართავენ.
მათივე თქმით, 10 ივნისამდე სოლიდარობის აქციები კვლავ გაგრძელდება.
ზაზა სარალიძემ აქცია ცოტა ხნის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები