“მე ჩემს შვილს დავპირდი, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”

ზაზა სარალძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაბრუნდა. როგორც მან განმარტა, აქციაზე ცოტა ხნით არის, რადგან მისი მეუღლე თავს შეუძლოდ გრძნობს.
მისივე თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება და სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე იბრძოლებს. „ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ჩემი მეუღლე არის ცუდად და ცოტა ხნით მოვედი. მე ჩემს შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშვე და დამნაშავის ხელის დამფარებელი – ყველა დაისჯება. სისტემა უნდა დაინგრეს. რაც შეეხება ჩემი მეორე აქციაზე, ვაკის პარკშ გადასვლის მიზეზს, იქ იყო ჩემი მეორე შვილი და მათი მეგობრები. სადაც იქნება აქცია, რომ მიცხადებენ სოლიდარობას, სადაც საშუალება მექნება ყველგან წავალ, სადაც სრულ მხარდაჭრას ვიგრძნობ. მე ასე მჯერა. სადაც სიმართლეა, იქ არის უფალი. ბრძოლა ბოლომდე, არცერთი ნაბიჯით უკან“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები