პირი, რომელმაც დღეს ომბუდსმენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულია

პირი, რომელმაც დღეს სახალხო დამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულია, – ამის შესახებ “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 – ე მუხლის შესაბამისი დანაშაულისთვის არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკის პარკში გამართულ აქციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზაზა სარალიძესთან ერთად მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უშვერი სიტყვებით გალანძღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები