რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე შვილმკვდარმა დედამ სააკაშვილს და რულოვსს მიმართა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჭიათურიდან ჩამოსული შვილმკვდარი დედა სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ 14 წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შვილი მოუკლეს, ახლა კი სამართლიანობის აღდგენა უნდა.
შვილმკვდარმა დედამ სააკაშვილს და სანდრა რულოვსს მიმართა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ მისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიიტანეს და მას არ მოუსმინეს.

„მიშა, როცა გაიქეცი და მე არ დამელაპარაკე, მე, შვილმკვდარ დედას, როცა შენს წინ მეტი შავოსანი არ იდგა. მოგმართავ შენ, სანდრა, როცა შენ ნიკოლოზი შეგეძნა, მე ის საავადმყოფოში დაგილოცე, თქვენ კი მე ეს ბიჭი, ჩემი შვილი ხელიდან გამომაცალეთ. გავუგზავნე განცხადება, ტყეშელაშვილს, ადეიშილს, გვარამიას, არავინ პასუხს არ მაძლევდა”, – აღნიშნა მიმართვისას ქალბატონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები