ია მეტრეველი ზაზა სარალიძეს: თქვენ იცით, რომ კუპრავას ნაცემი ჰყავს ჩემი შვილის მეგობარი?

ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დატოვებამდე, ზაზა სარალიძესა ბუტა რობაქიძის დედას შორის მცირე კამათი მოხდა. ია მეტრეველმა ზაზა სარალიძეს მოუწოდა, რომ მკვლელების გვერდით ნუ დადგებოდა.

ია მეტრეველის აზრით, ოპოზიციის მხრიდან ზაზა სარალიძის გამოყენება ხდება.
„თქვენ ბრუნდებით იმათთან თუ დარჩებით ჩვენთან? თქვენ იცით, რომ კუპრავას ნაცემი ჰყავს ჩემი შვილის მეგობარი?“ – მიმართა ია მეტრეველმა ზაზა სარალიძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მას ვერავინ გამოიყენებს და იდგება იქ,  სადაც მისი შვილის ბედი აღელვებთ.
ია მეტრეველისგან განსხვავებით, ზაზა სარალიძეს თანადგომა გამოუცხადა ბუტა რობაქიძის მამამ.
„გეფიცებით, ჩემი შვილის საქმეს გადავდებ და დავდგები ზაზა სარალიძის გვერდით,“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ია მეტრეველთან შეკამათებამდე, ზაზა სარალიძე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მისთვის პოლიტიკა საინტერესო არ არის და ამ აქციაზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილის მეგობრები დაინახა.
„დიდი მადლობა სრულიად საქართველოს. ჩემი ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილის მეგობრების გვერდით. მე ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად და საქართველოს მომავლის დასაცავად. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. ვინც ჩემი შვილის მკვლელების გამოსააშკარავებლად იბრძოლებს, იმათ გვერდში ვიქნებით ყოველთვის. ნურასდროს ნუ მიხსენებთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულ ადამიანებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი იქნება თუ ჩემნაირი გლეხი. ვინც ჩემი შვილის სადარაჯოზე იდგება, იმათ გვერდში ვიდგები ყოველთვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, თუ დღესვე დააკავებენ მისი შვილის მკვლელებს, ის სახლში წავა.
“დღესვე დააკავონ ჩემი შვილის მკვლელები და ახლავე მივდივარ სახლში“, -აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები