„ნურავის ნუ ექნება იმის მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება რაიმე საკითხების გადაწყვეტა ქვეყანაში”

“დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს კომისია გონივრულ დროში შეძლებს, საქმესთან დაკავშირებით, ყველა გარემოებასთან, ყველა კითხვასთან მიმართებაში, საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და დადოს დასკვნა, რომელზეც მოლოდინი ასეთი მაღალია”, – ამის შესახებ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში იქნება შესაძლებელი.
„პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ დროებით საგამოძიებო კომისიაზე უმრავლესობის მხრიდან წარსადგენი სავარაუდო შემადგენლობა, რომელთა შორის არიან რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, ფრაქციის თავმჯდომარე. საბოლოო შემადგენლობაზე ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ შევთანხმდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს კომისია გონივრულ დროში შეძლებს, საქმესთან დაკავშირებით, ყველა გარემოებასთან, ყველა კითხვასთან მიმართებაში, საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და დადოს დასკვნა, რომელზეც მოლოდინი ასეთი მაღალია. რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებებს აქციების მეორე ფაზასთან დაკავშირებით, რომელზეც პოლიტიკოსები რჩებიან – ეს არის გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ნაწილი. ნურავის ნუ ექნება იმის მცდელობა და მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება რაიმე საკითხების გადაწყვეტა ჩვენ ქვეყანაში. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ სახელმწიფო ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე მიმართულებით, დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს და ჩარჩოდან გამოვიდეს პროცესები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები