ზაზა სარალიძემ სახალხო დამცველთან ერთად, ვაკის პარკი დატოვა – აქციის მონაწილეები ლომჯარიას დაუპირისპირდნენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სახალხო დამცველთან ერთად, ვაკის პარკი დატოვა. მანამდე კი აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სწორედ სახალხო დამცველმა დაარწმუნა სარალიძე, დაეტოვებინა აქცია.
ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ ზაზა სარალიძესთან სამართლებრივ საკითხებზე საუბრობდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. სარალიძემ მედიასთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვაკის პარკიდან არა რუსთაველზე, არამედ სახლში მიდის.
მომხდარზე სარალიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. მედიის კითხვას მან მოკლე კომენტარით უპასუხა, რომ “აქციაზე მაშინ მივა, როცა იქ მხოლოდ “ხალხი იქნება” და მიდის “სახლში”.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე – „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ცოტა ხნის წინ მივიდა. დღესვე, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები