ზაზა სარალიძე: დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ

“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის ჩემი დაინტერესება’, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მთელი საქართველოს საყურადღებოდ! დღეს საღამოს დავინახავ აქ, რამდენი ადამიანი მოვა სამართლიანობის აღსადგენად. აქ ვუსმენ რაღაცებს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ ვარ. თუ მე დავინახავ იმ ადამიანების გვერდში დგომას, ვინც ამბობდა, რომ შორს პოლიტიკა – აქ ველოდები 19:00 საათზე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის ჩემი დაინტერესება. მთავრობის გადადგომას ვითხოვ, რადგან ეს სისტემა მათი შექმნილია. ამ მკვლელობას ხელისუფლება მფარველობდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ერთი შოთაძე გადადგეს და მეორე მოვიდეს. დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები