„სადაც ჩემი შვილის მეგობრები იქნებიან, იქ ვიდგები“- ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მივიდა
ვაკის პარკში, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლულთა ოჯახების სოლიდარობის აქცია -„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ მიმდინარეობს, დავით სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე მოვიდა.
„მე დავინახე, რომ ჩემი შვილის მეგობრები აქ დგანან. ყოველთვის. მე შეცდომაში ვერავინ შემიყვანს. ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ეს სისტემა დაინგრეს, რათა სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.