რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, მცირე ინციდენტი მოხდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, მცირე ინციდენტი მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი მოქალაქე კარავში შევიდა და იქ მყოფებს განუცხადა, რომ ეს აქციები კონკრეტული ძალების მიერ იყო მართული. მის ნათქვამს აქციის მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა, რაც ამ დროისთვის ამოწურულია.
რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ცნობისათვის, აქციის ორგანიზატორები დღეს საღამოს, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებენ.