პრემიერი ხორავას ქუჩის საქმეზე: საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. შესაბამისი კომენტარი გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე. შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ხვალიდანვე, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, გაიმართება უკვე კომისიის პირველი სხდომა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები