ზვიად კუპრავა: მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ არ ვართ თანამებრძოლები
ზვიად კუპრავა პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან რუსთაველზე მდებარე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისში მივიდა. პარლამენტის წინ პარტიების მისამართით გაკეთებული მოწოდების შემდეგ, რომ ხვალ აქციაზე თავიანთი მხარდამჭერები გამოიყვანონ, კუპრავა ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ ედპ-ს ოფისში ელოდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, ემხრობა თუ არა ამ პოზიციას ზაზა სარალიძეც, კუპრავა პასუხობს: „მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ არ ვართ თანამებრძოლები“. მისივე თქმით, „ზაზა სარალიძე რჩება კარავში“.