ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა საერთო სამოქმედო გეგმას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხვალ წარადგენს
ერთიანი სამომავლო გეგმა ხვალ, 18:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. კუპრავამ მოულოდნელად გააკეთა განცხადება, რომ იგი და ზაზა სარალიძე იყვნენ მეგობრები, მაგრამ არა თანამებრძოლები. მისივე თქმით, ზაზა სარალიძე მია პოზიციებს არ იზიარებს. ამ განცხადების შემდეგ მან ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა და ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით მისი ეს განცხადება უარყო ზაზა სარალიძემ და აღნოშნა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იგი ზვიად კუპრავასან ერთად გააგრძელებს. ამ განცხადებიდან მალევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები,მათ შორის, ნიკა მელია, ნიკოლოზ მაჭუტიძე, გიორგი ვაშაძე, ბაჩუკი ქარდავა პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძესთან შესახვდრად მივიდნენ. პარლამენტის წინ დაბრუნდა ასევე ზვიად კუპრავაც, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და ზაზა სარალიძის შეხვედრას შეუერთდა.