შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უკვე მეხუთე მოწმე იკითხება

ამ წუთებში, შს სამნინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უკვე მეხუთე მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 51 -ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი დაკითხვაზე საკუთარი სურვილით გამოცხადდა.
ამ დროისათვის, შს სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ოთხი არასრულწლოვანი მოწმის სახით უკვე დაიკითხა. ისინი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები