ზაზა სარალიძე: მაქვს სურვილი საქართველოს სულიერ მამას, ილია მეორეს შევხვდე
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა სურს. მისი თქმით, შეხვედრა ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა თავად სურს, რომ პატრიარქს დღეს, 16:00 საათზე შეხვდეს.
„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარმა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აქცია ისევ ძალაში დარჩება.