ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე დაღუპული 2 მუშის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა. „კვირას“ ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივი მოსახლეა.
ამ დროისათვის  25 წლის, სანდრო ბუცხრიკიძისა და  რამაზ ლომთაძის ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც „კვირას“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში განუცხადეს,  წინასწარი ინფორმაციით, მუშები დაახლოებით 30 მეტრ სიღრმეში იყვნენ ჩასული და უჰაერობის გამო გაიგუდნენ.
„ქვანახშირის მოპოვებას კერძო კომპანია ახორციელებდა. ეს იყო ქვანახშირის ღია კარიერის მოპოვება, სადაც სამუშაოებს ადგილობრივები ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე ვადგენთ, რომელი კომპანია ახორციელებს ქვანახშირის მოპოვებას. თუმცა, ცნობილია, რომ ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია „საქნახშირის“ მიერ არის გაცემული“ – განუცხადა „კვირას“ ერთ-ერთმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები