პარლამენტთან საპროსტესტო გამოსვლა ხვალ განახლდება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, საპროტესტო გამოსვლა ხვალ, 18:00 საათისთვის განახლდება.
საპროტესო აქციები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მეორე დღეა იმართება. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ დავით სარალიძისა და ლევან სადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდბულთა განაჩენი გამოაცხადა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.