მიხეილ ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება.
კუპრავას აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასოდეს უმუშავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები