ზაზა სარალიძემ შსს-ს შეთავაზებაზე უარი თქვა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებაზე უარს ამბობს.
მზად ვარ, ჩემის შვილის ღირსების გულისთვის და ჩემი ქართველი მომავლის გულისთვის აქვე დავღვარო ჩემი სისხლი. ვისგან უნდა რომ დამიცვას ამ მთავრობამ, ვერ ვხდები“, – განაცხადა სარალიძემ აქციაზე.
შსს-მ სპეციალურ განცხადებაში თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.
“აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს”, – განაცხადეს შსს-ში.