სტუდენტი: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, არ უნდა მოგვიწოდებდეს სიმართლისკენ

“ყოფილი მთავრობის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, რომელიც აქ მშვიდობიან აქციებს არბევდა, არ უნდა გამოდიოდეს და არ უნდა მოგვიწოდებდეს სიმართლისკენ”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა განაცხადა.
როგორც აქციაზე გამომსვლელმა აღნიშნა, ის მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ზაზა სარალიძის მამას.
შეკრების დაწყებიდანვე ვიმყოფებოდი აქ და ვხედავდი, როგორ გამოდიოდა ყოფილი მთავრობის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, რომელიც აქ მშვიდობიან აქციებს არბევდა. ის არ უნდა გამოდიოდეს აქ და არ უნდა მოგვიწოდებდეს სიმართლისკენ, არ აქვს მას ამის უფლება. მშვიდობიან და სამართლიან საქართველოში იცხოვრეთ“, – განაცხადა გამომსვლელმა.
პარლამენტთან აქცია დღეს 16:00საათზე განახლდა. გუშინ კი ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები