ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე მივიდა-გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ
გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ,-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან დავით სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი და დავით სარალიძის ტრაგედია ერთია.
“„მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ და მის გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. მინდა ყველას მოგმართოთ, მოდით ის გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ. მთავრობა ჩვენს გვერდშია. პრეზიდენტი გინდა? – პრეზიდენტთან შევიდეთ, პარლამენტის თავმჯდომარე გინდა? – პარლამენტის თავმჯდომარესთან შევიდეთ. პრემიერმინისტრი გინდა? – პრემიერ მინისტრთან შევიდეთ. ის გამოძიება რომ დამთავრდეს. მიმვმართავ მშობლებს ვინც ტელევიზორებთან გვისმენს და ვისმა შვილებმაც ჩვენება არ მისცეს, ვისაც ხელს აფარებენ, გამოვიდნენ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. დაველოდოთ, რევოლუცია მე არ მინდა, მინდა ჩემი შვილის მკვლელები ბოლომდე დაისაჯონ. ეს არის გამოსავალი,-განაცხადა დადუნაშვილმა.