აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან საავტომობილო გზა დაიკავეს
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა დაიკავეს.
მანამდე, აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, რომ საავტომობილო გზის დაკავების უფლება მიეცათ.
ამ წუთებში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს და აცხადებენ, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, სამართლიანობა უნდა აღდგეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელთა ბრალეულობაც საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა შერჩევითი სამართლის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.