ეკა ბესელია: მთავარი პროკურორი გარდა გამოცდილებისა, მაღალი ნდობითაც უნდა სარგებლობდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ახალი პროკურორის არჩევა მაქსიმალური ღიაობით მოხდება, იმისთვის, რომ მომავალში შესაბამისი კანდიდატი დაინიშნოს ამ თანამდებობაზე.
ხოლო რაც შეეხება კრიტერიუმებს, ბესელიას თქმით, მთავარი პროკურორი, გარდა გამოცდილებისა, მაღალი ნდობითაც უნდა სარგებლობდეს.
“ვიდრე პარლამენტამდე მომავალი პროკურორის კანდიდატების წარდგენა მოხდება, მათი შერჩევა უნდა მოხდეს მაქსიმალური კონსულტაციებით და ღიაობით.
კრიტერიუმები, ბუნებრივია, ძალიან მაღალია, გარდა გამოცდილებისა, კვალიფიკაციისა, შესაბამისი ცოდნისა, რომელიც ამ სფეროში, ბუნებრივია, საჭიროა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალი სანდოობა და ასევე მიუკერძოებლობის და პრინციპულობის ძალიან მაღალი სტანდარტი. ასე რომ, ეს მარტივი პროცესი არაა და საპასუხისმგებლოა”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები