ზაზა სარალიძე: როგორც ადამიანები, ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები
ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე, ნუ აკეთებთ ამას ხალხო! – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
“მოვუწოდებ ქართველ ერს, არავინ იფიქროს, რომ მე მოვუწოდებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი გუნდიდან იქნება, თუ რომელიმე პარტიიდან, შოთაძის უწყებიდან, თუ გახარიას უწყებიდან. როგორც ადამიანები, ისე დამიდექით გვერდით და არა, – როგორც პოლიტიკოსები. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას, ხალხო!” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.