ზაზა სარალიძე: პრეზიდენტთან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ
ზაზა სარალიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს იმ დეტალებზე ესაუბრა, რომელიც დამალული იყო.
როგორც ის ვარაუდობს, გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რადგან ცნობილი გახდეს ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება.
“არ ვიცი როგორ შეუძლია დაგვეხმაროს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე პრეზიდენტს ვუთხარი და გავუზიარე დეტალები, რომელიც იყო დამალული. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ვერ გეტყვით რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს. ყველანაირად ეცდება, მე არ დამრჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმე არ დაისაჯა. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება“, – განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს, რუსთაველის გამზირზე, გაშლილ კარავში პირისპირ საათზე მეტხანს ესაუბრებოდა.